loader

"ნათლიმამას" მელოდია და წითელი ვარდის ფურცლები ციდან - იტალიური მაფიის ბოსის დაკრძალვა რომში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნათლიმამას" მელოდია და წითელი ვარდის ფურცლები ციდან - იტალიური მაფიის ბოსის დაკრძალვა რომში

რომის კრიმინალური სამყაროს მამა 65 წლის ვიტორიო კასამონიკა, ფრენსის ფორდ კოპოლას საკულტო ფილმის "ნათლიმამას" საუნდტრეკის ფონზე დაკრძალეს. რომის გარეუბანში მდებარე სან ჯოვანი ბოსკოს ეკლესიაში მასთან გამოსამშვიდობებლად ასობით ატირებული ჭირისუფალი მივიდა.

შემინულ ეტლში, სადაც "მაფიის მამის" კუბო ესვენა 6 შავი ცხენი იყო შებმული, ეკლესიის ფასადზე აწ გარდაცვლილი კრიმინალის უზარმაზარი ბანერი იყო გამოფენილი, წარწერით - "რომის მეფე". სამგლოვიარო პროცესიის ფინალური აკორდი კი ვერტმფრენიდან გადმოყრილი წითელი ვარდის ფურცლები იყო.

სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაკრძალვას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. რომის მერმა განაცხადა, რომ რაიონის პოლიციის განყოფილებას დაევალება გამოიკვლიოს, როგორ დაუშვა მსგავსი სახის კრიმინალური შეკრება ქალაქში. ვიტორიოს კასამონიკების კლანის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებოდა, რომლებიც რეკეტსა და ნარკოვაჭრობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.