loader

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა ზღვაში გაუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა ზღვაში გაუშვეს

გერმანიაში რუსი მაგნატის ანდრეი მელნიჩენკოს მეგა-იახტას გამოცდა დაიწყო. ხომალდი Sailing Yacht A საკუთარ კლასში ყველაზე დიდი და სავარაუდოდ ყველაზე ძვირადღირებული გახდება. რვა გემბანიანი იახტა სიგანეში 25 მეტრი, სიგრძეში კი 143 მეტრია. მისი მომსახურებისთვის ორმოცდაათი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟია საჭირო. ხომალდის მთავარი იალქანის ფართობი 1767 კვ.მ-ია. იახტას კორპუსის გამჭვირვალე სექცია აქვს, რომ მისმა სტუმრებმა ზღვის ცხოვრების სრულად შეიგრძნონ.

იახტა გემთსაშენმა კომპანია Nobiskrug-მა გერმანიაში ააშენა. მისი დიზაინერი ფილიპ სტარკია. იახტა დახლოებით 400 მლნ ევრო ღირს.