loader

"მკერდის დაუთოება" - რისგან "იცავენ" ამ სასტიკი მეთოდით აფრიკელ გოგონებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკერდის დაუთოება" - რისგან "იცავენ" ამ სასტიკი მეთოდით აფრიკელ გოგონებს

"მკერდის დაუთოება" ბრუტალური მეთოდია, რომლითაც ხდება მოზარდი გოგონას მკერდის ჩამოყალიბების შეფერხება, რათა ის "გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისგან დაიცვან".

ამ პროცესში გამოიყენება დიდი ქვები და ცხელ ნაკვერჩხალზე გახურებული ურო, რომლითაც აწვებიან მკერდს და გოგონებს ნაკლებ "ქალურ" ვიზუალს უყალიბებენ. ეს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა კამერუნში, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაში. ხშირ შემთხვევაში, 11-დან 15 წლამდე გოგონებზე დედა ახორციელებს ამ ძალადობას.

გარდა იმისა, რომ ეს სასტიკი მეთოდი აჩერებს მკერდის ჩამოყალიბებას, დაუთოება ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის გოგონებს, როგორებიცაა სიმსივნე, კანის დაავადებები, ინფექციური ანთებები, დეფორმაცია და ა.შ.