loader

კადიროვი რუსეთ-საქართველოს საზღვართან: "ISIS-ის მებრძოლები ამ საზღვრით ვერ გადმოვლენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადიროვი რუსეთ-საქართველოს საზღვართან: "ISIS-ის მებრძოლები ამ საზღვრით ვერ გადმოვლენ"

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები საქართველოდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ვერ გადავლენ. როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ კადიროვმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის დათვალიერების დროს განაცხადა. "მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი საუბარი იმის შესახებ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წევრები შესაძლოა, ამ საზღვრით გადმოვიდნენ - არაფრად ღირს", - განაცხადა კადიროვმა.

მისივე თქმით, მესაზღვრეებთან ურთიერთობით უზარმაზარი სიამოვნება მიიღო. "დავრწმუნდი, რომ საგუშაგოები სწორადაა აღჭურვილი, ტექნიკური საშუალებები კი იდეალურად მუშაობს", - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში".