loader

მექსიკელი ნარკობარონი შონ პენმა ”ჩაუშვა”? - გამოძიება "ელ ჩაპოზე" ჰოლივუდის ვარსკვლავმა გაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკელი ნარკობარონი შონ პენმა ”ჩაუშვა”? - გამოძიება "ელ ჩაპოზე" ჰოლივუდის ვარსკვლავმა გაიყვანა

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის ხუაკინ გუზმანის, მეტსახელად "ელ ჩაპოს" დაკავებაში გამოძიებას ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი შონ პენი დაეხმარა. უცხოური მედიის ცნობით, ციხიდან გაქცევის შემდეგ სინალოას ნარკო კარტელის ბოსი შონ პენს შეხვდა და მასთან ჟურნალ "როლინგ სტოუნსისთვის" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ხუაკინ გუზმანს სურდა, რომ მისი ცხოვრების შესახებ ფილმი გადაეღოთ, ამ იდეით მან სწორედ შონ პენს მიმართა. სამართალდამცველების განცხადებით, ისინი შონ პენის კვალს დაადგნენ და გუზმანის ადგილსამყოფელი ამ გზით გაიგეს. დაკავებული ნარკობარონი ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების კუთხით ყველაზე დაცული ციხეა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, "ელ ჩაპოს" ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდეს.

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, მეტსახელად "ელ ჩაპო" დააკავეს. "ბიბისის" ცნობით, დაკავების დროს იყო ორმხრივი სროლაც, რა დროსაც დაუზუსტებელი ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ნარკობარონი ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების კუთხით ყველაზე დაცული ციხეა. "ელ ჩაპო" საპყრობილედან დაახლოებით ექვსი თვის წინ გაიქცა. მან გაქცევა საკანალიზაციო გვირაბით შეძლო. მას გაქცევაში თავისი გულშემატკივრები დაეხმარნენ. ეს მისი მეორე გაქცევა იყო.

იხილეთ ვიდეო: როგორ გაიქცა მექსიკელი ნარკობარონი ციხიდან 1,5-კილომეტრიანი გვირაბით