loader

როგორ გამოიყურება Playboy-ს "ცოდვების სახლი", რომელიც 200 მილიონ დოლარად იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება Playboy-ს "ცოდვების სახლი", რომელიც 200 მილიონ დოლარად იყიდება

Playboy-ს დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა ლოს-ანჯელესში მდებარე ე.წ. "ცოდვების სახლის" გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ის და მისი ახალგაზრდა მეუღლე სახლს 200 მილიონ დოლარად ჰყიდიან. ულამაზესი ეზოს მქონე ისტორიულ ვილაში ისინი ახალი მფლობელის გამოჩენამდე დარჩებიან. გოთიკური სტილის სახლი 1858 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, სადაც 29 საძინებელი ოთახია განთავსებული. უძრავი ქონების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახლის რეალური ფასი 60 მილიონი დოლარია. ჰეფნერმა, რომელმაც სახლში 40 წელი გაატარა, მომავალ მფლობელს რამდენიმე წიდადადებაც წაუყენა. თუ ახალი მეპატრონე გადაწყვეტს, რომ სახლი ტურისტული თვალსაზრისით გამოიყენოს, ცნობისმოყვარე დამთვალიერებელს მის საძინებელში მოხვედრა არ შეეძლება. სახლი წლების განმავლობაში Playboy-ს საკულტო ადგილად ითვლებოდა.