loader

15 წელი პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო - ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი სტუდენტი გაასამართლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 წელი პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო - ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი სტუდენტი გაასამართლეს

15 წელი იძულებითი სამუშაო - ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი სტუდენტი ოტო ფრედერიკ ბომრიერი გაასამართლეს. 21 წლის ბიჭი 2 იანვარს დააკავეს, როდესაც ის უკვე ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ფხენიანში ის 2015 წლის 29 დეკემბერს ტურისტულ ჯგუფთან ერთად, ახალი წლის შესახვედრად ჩავიდა.

29 თებერვალს ფხენიანმა პრესკონფერენცია მოაწყო, რომელზეც ვომბიერს სიტყვით გამოსვლის უფლება დართეს. ამერიკელმა განაცხადა, რომ ის იზიარებდა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ასევე, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას პატიებას სთხოვდა.

ვომბიერის დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მან უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრებისას მომსახურე პერსონალის ოთახიდან ერთ-ერთი პოლიტიკური ბანერი მოიპარა.

ასევე იხილეთ: ატირებული და თავდახრილი 21 წლის ბიჭი ჩრდილოეთ კორეის სასამართლოში - ამერიკელი სტუდენტი პოსტერის მოპარვისთვის დააკავეს