loader

The Voice-ის ვარსკვლავის მკვლელის ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

The Voice-ის ვარსკვლავის მკვლელის ვინაობა ცნობილია

ფლორიდაში მოკლული მომღერლის კრისტინა გრიმმის მკვლელის ვინაობა ცნობილია. 27 წლის კევინ ჯეიმ ლოიბლმა შოუ "ვოისის" ვარსკვლავს კონცერტის დამთავრების შემდეგ მოულოდნელად ესროლა. თავდასხმა ქალაქ ორლანდოში მოხდა. 22 წლის მომღერალი თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს ურიგებდა, როდესაც ლოიბლმა მისი მიმართულებით გაისროლა. მომღერალმა ჭრილობა თავის არეში მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელის შეჩერება მომღერლის ძმამ სცადა, თუმცა ლოიბლმა თავი მოიკლა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია. კრისტინა გრიმი საზოგადოებამ 2014 წელს, შოუ "ვოისიდან" გაიცნო, სადაც ის Maroon 5-ის სოლისტის ადამ ლევინის ჯგუფში იყო.