loader

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი?

"ფორბსმა" ამერიკელი მსახიობი დუეინ ჯონსონი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. გამოცემის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისადან დღემდე მისმა შემოსავალმა 64 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დუეინ ჯონსონმა მაღალი რეიტინგი ფილმებში: "ფორსაჟი", "სან ანდრეასი", " მალიბუს მაშველები" და "ერთნახევარი ჯაშუში" მონაწილეობისთვის დაიმსახურა. "ფორბსის" ხუთეულში ჯეკი ჩანი, ჯონი დეპი, ტომ კრუზი და მეთ დეიმონიც მოხვდნენ. მაღალანაზღაურებადი მსახიობების ნუსხაში ბოლივუდის ოთხი ვარსკვლავიც შეიყვანეს. მსახიობ ქალებში კი 46 მილიონი დოლარის შემოსავლით ჯენიფერ ლოურენსი ლიდერობს.