loader

"ოთხმა ბავშვმა დედა უმიზეზოდ დაკარგა" - რატომ მოკლეს NBA-ის ვარსკვლავის, დუეინ უეიდის ბიძაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოთხმა ბავშვმა დედა უმიზეზოდ დაკარგა" - რატომ მოკლეს NBA-ის ვარსკვლავის, დუეინ უეიდის ბიძაშვილი?

ჩიკაგოში სროლის შედეგად NBA-ის ვარსკვლავის, დუეინ უეიდის ბიძაშვილი მოკლეს. 32 წლის ნიკეა ოლდრიჯს მაშინ ესროლეს, როდესაც ის შვილებთან ერთად სკოლაში ბავშვების დასარეგისტრირებლად მიდიოდა. მას ორი ტყვია მოხვდა, მათგან ერთი თავში ერთი კი მკლავში. მომხდარის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მკვლელობის შემდეგ NBA-ის ვარსკვლავმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა. "ჩიკაგოში ჩემი ბიძაშვილი მოკლეს. კიდევ ერთი მკვლელობა და იარაღით ჩადენილი უაზრო ძალადობა. 4-მა ბავშვმა უმიზეზოდ დედა დაკარგა. ეს ყველაფერი დაუჯერებელია",  - აცხადებს დუეინ უეიდი. მკვლელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.