loader

ესპანეთში საქართველოს 50 მოქალაქე დააკავეს - "დოიჩე ველეს" რეპორტაჟი მასშტაბურ სპეცოპერაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში საქართველოს 50 მოქალაქე დააკავეს - "დოიჩე ველეს" რეპორტაჟი მასშტაბურ სპეცოპერაციაზე

ესპანეთის პოლიციამ 29 ნოემბერს საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. "დოიჩე ველეს" ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოში განუცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა ქალაქებში: მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ესპანელების დახმარებით იპარავდნენ დამნაშავეები ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს.