loader

ახალი დეტალები რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში: თადასხმა 22 წლის ტერორისტის ინიციატივა არ ყოფილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში: თადასხმა 22 წლის ტერორისტის ინიციატივა არ ყოფილა

22 წლის თავდამსხმელი მევლუთ ალთინთაში, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, მარტო არ მოქმედებდა და განხორციელებული თადასხმა მისი ინიციატივა არ ყოფილა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა სამართალდამცველები ტერორისტის მოკავშირეების გამოვლენაზე მუშაობენ. ამ ეტაპზე დადასტურებულია თავდამსხმელის კავშირი ანკარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ფეტოსთან", რომელიც ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს აერთიანებს. მინისტრის განცხადებით, გამოძიებამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები გამოარკვია, თუმცა, მათი გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის. შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განხორციელებული ტერაქტები და ელჩის მკვლელობა ერთი გეგმის ნაწილია.