ჩილეში 7,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა - არის ცუნამის საშიშროებაც
ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის ცუნამის შეტყობინების სამსახური წყნარ ოკეანეში ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის რადიუსში ცუნამის საშიშროების შესახებ იუწყება. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემ 7,7 მაგნიტუდა შეადგინა, ქალაქ პუერტო-მონტის სამხრეთ-დასავლეთით 225 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 15 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.