loader

კეიტ მიდლტონი თითებზე დაკრული პლასტირით - ბრიტანული პრესა საიდუმლოს ვერ ხსნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კეიტ მიდლტონი თითებზე დაკრული პლასტირით - ბრიტანული პრესა საიდუმლოს ვერ ხსნის

ბრიტანული პრესა ბოლო დროს დაინტერესდა კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონის უცნაური ჩვევით - პრინც უილიამის მეუღლე საზოგადოებაში მუდმივად თითებზე დაკრული პლასტირით ჩნდება.

კემბრიჯის ჰერცოგინია ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება და მუდამ იდეალური სამოსით, მოვლილი ვარცხნილობითა და მანიკიურით ჩნდება საზოგადოებაში. თუმცა, პაპარაცებმა შენიშნეს, რომ ძალიან ხშირად საჯარო გამოსვლებისას მას ხელზე პლასტირი აქვს დაკრული.

ბოლო დროს უილიამის მეუღლის მუდამ თვალისმომჭრელი იმიჯის დამატებად უხილავი პლასტირი იქცა, რომელიც ჰერცოგინიას ხელის სხვადასხვა ადგილზე აქვს დაკრული.

ამის ირგვლივ პრესაში მრავალი სპეკულაცია წარმოიშვა. სამეფო კარის პრესმდივნები დუმილს ინარჩუნებენ საკითხზე, მაგრამ წლების მანძილზე გადაღებულ მრავალ ფოტოზე ჩანს, რომ კეიტი ხან თითებზე, ხან მაჯაზე პლასტირს ატარებს. ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელზეც კეიტი პლასტირით ხელზეა ასახული, პაპარაცებმა 2008 წელს გადაიღეს, ბოლო წლის განმავლობაში კი ჰერცოგინია 20-მდე სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოჩნდა თითებსა და მაჯაზე პლასტირით.