loader

სისხლიანი საახალწლო ღამე სტამბოლში - დაღუპულია მინიმუმ 39 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი საახალწლო ღამე სტამბოლში - დაღუპულია მინიმუმ 39 ადამიანი

სტამბოლის ღამის კლუბ Reina-ზე ახალი წლის ღამეს მომხდარ თავდასხმას მინიმუმ 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 40 ადამიანია დაჭრილი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაღუპულთაგან 16 უცხოელია.
ამ დროისთვის პოლიცია თავდამსხმელს ეძებს.
სტამბოლის გუბერნატორმა ვასილ შაჰინმა განაცხადა, რომ თავდასხმა ღამის კლუბზე სანტა-კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილმა ერთმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ასევე იხილეთ: პირველი კადრები სტამბოლიდან: როგორ ხოცავს ტერორისტი ადამიანებს