loader

სასაკლაო ბრაზილიის ციხეში - ამბოხებას ახალი წლის ღამეს 60 ადამიანი ემსხვერპლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასაკლაო ბრაზილიის ციხეში - ამბოხებას ახალი წლის ღამეს 60 ადამიანი ემსხვერპლა (+18)

ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსში ციხეში ამბოხების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ბრაზილიური ტელეარხი Globo. გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში ამბოხება კვირას დაიწყო და 17 საათი გრძელდებოდა. ამბოხების ჩახშობა მხოლოდ გუშინ მოხერხდა.

ამბოხება ციხეში მყოფი ორი ბანდის ერთმანეთთან დაპირისპირებით დაიწყო.
"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო დიდი დაჯგუფების თავდასხმა პატარა დაჯგუფებაზე კონკურენციის აღმოფხვრის მიზნით", - განაცხადა ამაზონიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა სერჟიუ ფონტესმა.
აღსანიშნავია, რომ ამბოხების შედეგად ციხიდან 130 პატიმარი გაიქცა.