loader

ძლიერი აფეთქება იზმირში - ტერაქტს 2 მოქალაქე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი აფეთქება იზმირში - ტერაქტს 2 მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთის სპეცსამსახურებმა იზმირში კიდევ ერთი ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ვიცე-პრემიერი ვეისი ქაინაქიც ადასტურებს. მისი თქმით, ტყვია-წამალი და იარაღი იზმირის სასამართლოს მახლობლად აღმოაჩინეს, სადაც გუშინ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ტერაქტს გუშინ ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„ტერორისტები კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური ტერაქტისთვის ემზადებოდნენ, რასაც პოლიციის მიერ აღმოჩენილი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებაც ცხადყოფს. მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს პერიოდში პოლიცია დამნაშავეების კვალს იპოვის“, - განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა.