loader

კიმ კარდაშიანის დაყაჩაღების ბრალდებით პარიზში 16 ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ კარდაშიანის დაყაჩაღების ბრალდებით პარიზში 16 ადამიანი დააკავეს

კიმ კარდაშიანის დაყაჩაღების საქმეზე პარიზში 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, 2016 წლის ოქტომბერში კარდაშიანს პოლიციის ფორმაში ჩაცმული დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და 9 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაართვეს. გამოძიება აცხადებს, რომ დამნაშავეების კვალზე დნმ-ის ანალიზის საშუალებით გავიდნენ, რომელიც ბოროტმოქმედებმა დანაშაულის ადგილზე დატოვეს.