loader

ინტერვიუ ბიჭთან, რომელიც აცხადებს, რომ 4 თვის ფეხმძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერვიუ ბიჭთან, რომელიც აცხადებს, რომ 4 თვის ფეხმძიმეა

20 წლის ბრიტანელმა ბიჭმა ჰეიდენ კროსმა განაცხადა, რომ 4 თვის ფეხმძიმეა. საქმე ის არის, რომ ქალად დაბადებული ახალგაზრდა 2013 წლიდან ჰორმონებს სვამს სქესის შეცვლის მიზნით. კროსის თქმით, საბუთებში ის უკვე ბიჭია. მან სქესის შეცვლის პროცედურა დროებით შეაჩერა, რათა ბავშვი გაეჩინა.

კროსი მკერდის და საკვერცხეების მოშორებას ბავშვის გაჩენის შემდეგ აპირებს. ჰაიდენი სპერმის დონორის დახმარებით დაფეხმძიმდა.

როდესაც ბავშვი გაიზრდება, ბრიტანელი ბიჭი აპირებს მოუყვეს მას, რომ მისი მამა ტრანსგენდერია. "არ ვაპირებ ამ ფაქტის დამალვას, რადგან შვილს უფლება აქვს, ჩემზე ყველაფერი იცოდეს. საზოგადოების დამოკიდებულება ტრანსგენდერების მიმართ წლების მანძილზე უკეთესობისკენ იცვლება", - დასძინა კროსმა.

კროსი ამბობს, რომ აუცილებლად დაასრულებს ყველა საჭირო პროცედურას სქესის შესაცვლელად, რადგან თავს ქალად არ გრძნობს. ბრიტანულ პრესაში აღნიშნავენ, რომ ის პირველი ფეხმძიმე მამაკაცია ქვეყანაში.