loader

ანდერს ბრეივიკი: "ციხემ ჩემი შეხედულებები კიდევ უფრო რადიკალური გახადა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანდერს ბრეივიკი: "ციხემ ჩემი შეხედულებები კიდევ უფრო რადიკალური გახადა"

ანდერს ბრეივიკის წინააღმდეგ ნორვეგიაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 77 ადამიანის მკვლელობისთვის ბრადებულმა განაცხადა, რომ ციხეში სხვა პატიმრებისგან იზოლაციამ, მისი შეხედულებები კიდევ უფრო მეტად რადიკალური გახადა. ტერორისტის ადვოკატი კი აცხადებს, რომ 5 წლის განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი პატიმრობის პირობებმა მენტალურად დაუცველი დატოვა. ერთი დღით ადრე ანალოგიური განცხადება პროკურორებმაც გააკეთეს. ბრეივიკის დაცვის მხარე იზოლაციის სასჯელის მოხსხნას ითხოვს.

ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოს სამთავრობო კვარტალში აფეთქება მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე ბანაკზე თავდასხმა განახორციელა, რასაც 77 ადამიანი ემსხვერპლა , მათ შორის ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანიც იყო. ტერორისტს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.