loader

როგორ ჩადის ტრამპი და მისი დიდი ოჯახი ვაშინგტონში - მომავალ პრეზიდენტს გრანდიოზული კორტეჟი მიაცილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ჩადის ტრამპი და მისი დიდი ოჯახი ვაშინგტონში - მომავალ პრეზიდენტს გრანდიოზული კორტეჟი მიაცილებს

ხვალ ვაშინგტონში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. დილით ადრე დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი თავიანთ ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. ამის შემდეგ ბარაქ ობამა და მიშელ ობამა ტრამპსა და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღებენ.

თბილისის დროით 18:30 საათზე ინაუგურაციის ცერემონია გაიხსნება მუსიკალური პერფორმანსით.

თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით. ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებენ: აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის განუყოფელ ნაწილად იქცა და ტრამპის პირად ბიბლიას, რომელიც მას დედამისმა 1955 წელს აჩუქა.

ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან.

აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო, რომელიც ცნობილი გახდა ტელეშოუში America’s Got Talent მონაწილეობის შემდეგ.

დონალდ ტრამპი ოჯახით ვაშინგტონში უკვე ჩავიდა. მას შთამბეჭდავი ესკორტი მიაცილებდა.