loader

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - CNN-ის პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - CNN-ის პირდაპირი ეთერი

ვაშინგტონში დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

დილით ადრე დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი თავიანთ ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. ამის შემდეგ ბარაქ ობამა და მიშელ ობამა ტრამპსა და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღებენ.

თბილისის დროით 18:30 საათზე ინაუგურაციის ცერემონია გაიხსნება მუსიკალური პერფორმანსით.

თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცს დადებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით. ფიცის დადებისას ორ ბიბლიას გამოიყენებენ: აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის განუყოფელ ნაწილად იქცა და ტრამპის პირად ბიბლიას, რომელიც მას დედამისმა 1955 წელს აჩუქა.