loader

მერკელი: "ევროპამ ტრამპთან კომპრომისები უნდა მოძებნოს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერკელი: "ევროპამ ტრამპთან კომპრომისები უნდა მოძებნოს"

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კომპრომისები უნდა გამონახოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა. "ევროპამ დონალდ ტრამპთან კომპრომისები უნდა მოძებნოს. ღრმად მწამს, რომ ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ საერთო წესებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით საერთაშორისო ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებში, ჩვენი კავშირების დასაცავად", - განაცხადა ანგელა მერკელმა. მისივე თქმით, ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე უარის თქმა სასარგებლო არც ერთი მხარისთვის იქნება.