loader

უკრაინაში ორმხრივი სროლა განახლდა - უახლესი ინფორმაცია უკრაინელების პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლის თაობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში ორმხრივი სროლა განახლდა - უახლესი ინფორმაცია უკრაინელების პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლის თაობაზე

"ეუთო" უკრაინასა და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ორმხრივი სროლა განახლდა. ერთმანეთს უკრაინელი სამხედროები და პრორუსი სეპარატისტები ებრძვიან. სიტუაცია განსაკუთრებით ავდეევკას რაიონში დაიძაბა, სადაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმის. ცეცხლის ხელახლა გახსნას უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აბრალებენ. 2014 წლიდან დღემდე, უკრაინის კონფლიქტს 10 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.