loader

ქართული დროშა ამერიკულ შოუში - ნახეთ რა იციან ამერიკელებმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული დროშა ამერიკულ შოუში - ნახეთ რა იციან ამერიკელებმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე

ამერიკულ შოუში ამჯერად საქართველოს დროშა განიხილეს.
პოპულარულ შემეცნებით ინტერნეტშოუ ''Georgraphy Now" ინტერნეტმომხმარებლებისთვის ცნობილი და საყვარელი ამერიკული შოუა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიას, ტრადიციებს, კერძებსა და პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. რამდენიმე დღის წინ შოუს ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოს ეხებოდა, სადაც ჩვენი ქვეყანა საკმაოდ პოზიტიური კუთხით განიხილეს, სადაც ხაზი გაუსვეს ქართული ანბანის უნიკალურობას, ქართველი ძალოსანი სპორტსმენების წარმატებებსა და ქართულ ტოლერანტობას საუკუნეების განმავლობაში.
ამჯერად ვიდეო საქართველოს დროშას ეხებოდა. გადაცემაში განიხილეს არა მხოლოდ ქვეყნის სახელმწიფო დროშა, არამედ ყველა დროშა, რაც კი ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა დროს ჰქონია.

ასევე იხილეთ: ვისაც გაინტერესებთ, რას ფიქრობენ ამერიკელები საქართველოზე, ნახეთ ეს პოპულარული ინტერნეტშოუ