loader

ლუგანსკში მილიციის უფროსი მანქანაში ააფეთქეს - კადრები ტრაგდიის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუგანსკში მილიციის უფროსი მანქანაში ააფეთქეს - კადრები ტრაგდიის ადგილიდან

ლუგანსკში ავტომობილის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მილიციის უფროსი ოლეგ ანაშენკო, - იუწყება "ინტერფაქსი".
ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკაში მილიციის ხელმძღვანელის აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცეს.
"ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის სამმართველოს ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ოლეკ ანაშენკო მანქანის აფთქებისას დაიღუპა", - განაცხადეს ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მილიციის პრესსამსახურში.
ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მიიჩნევენ, რომ ტერაქტი უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს, რათა სიტუაციის დესტაბილიზირება მოხდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში 5 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა.