loader

ჩინეთში ერთი ოჯახის 500-მა წევრმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინეთში ერთი ოჯახის 500-მა წევრმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო

ჩინეთი რომ მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, ამის შესახებ არავინ დაობს. გაზაფხულის ფესტივალის აღსანიშნავად ჯეძიანის პროვინციის სოფელ შიშეში, ერთი ოჯახის 500-ზე მეტი წევრი შეიკრიბა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ფოტოგრაფმა რენის გვარის წარმომადგენლებს ფოტოები დრონის საშუალებით გადაუღო. ამ უნიკალური ოჯახის ისტორია თითმის 900 წელს ითვლის, თუმცა, გენეალოგიური ხის განახლება 80 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს. ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები მშობლიურ სოფელში პეკინიდან, შანხაიდან და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ.