loader

სირიაში რუსულ ავიაიერიშს სამი თურქი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია თერთმეტი - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში რუსულ ავიაიერიშს სამი თურქი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია თერთმეტი - კადრები შემთხვევის ადგილიდან

თურქეთის არმიის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმიური ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას, უნებლიეთ, სამი თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაჭრილია 11 ჯარისკაცი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პირადად დაურეკა, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა.