loader

აზერბაიჯანში ყველაზე მაღალ ტალახის ვულკანზე ამომავალ გაზს ცეცხლის ალის სვეტი ამოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანში ყველაზე მაღალ ტალახის ვულკანზე ამომავალ გაზს ცეცხლის ალის სვეტი ამოჰყვა

2017 წლის 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:20-ზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, დაბა სანგაჩლთან ახლოს მდებარე ოთმან ბოზდაღის ტალახის ვულკანში, ბუნებრივი აირის სადინარში ცეცხლის ალის ამოფრქვევა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ცეცხლის ალის სიმაღლე 250-300 მ-მდე დაფიქსირდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ამოფრქვევის შედეგად დიდი ღრუბელი წარმოიქმნა. ოთმან ბოზდაღი ქალაქ ბაქოდან 35 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. 404 მეტრის მქონე ოთმან ბოზდაღი აზერბაიჯანის ყველაზე მაღალი ტალახის ვულკანია. იგი ბოლოჯერ 1965 წლის 1–ელ ოქტომბერს ამოიფრქვა. ამოფრქვეული მასალა დაახლოებით 10 ჰექტარზე განაწილდა, ხოლო ამოფრქვევის დროს რამდენიმე ათეული ნაპრალი წარმოიქმნა.
ტალახის ვულკანი სხვადასხვა ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც გამუდმებით ან დროდადრო აფრქვევს ტალახს, აირს, ხშირად წყალთან და ნავთობთან ერთად. გვხვდება ნავთობიან და ვულკანურ არეებში, სადაც ფუმაროლებად გვევლინება და რომლებიც ჭრის თიხასა და ვულკანურ ფერფლს. ტალახთან ერთად გამოყოფილი აირები ხშირად ქმნის თვითაალებადობას, რასაც ე.წ. ჩირაღდნების წარმოშობა მოჰყვება. ტალახის ვულკანების სიმრავლით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც დაახლოებით 350-მდე ტალახის ვულკანი არსებობს.