loader

"ან ასე მოიქცევით, ან დამოუკიდებელ ბომჟებად დარჩებით" - ჟირინოვსკის არაკორექტული ულტიმატუმი აფხაზებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ან ასე მოიქცევით, ან დამოუკიდებელ ბომჟებად დარჩებით" - ჟირინოვსკის არაკორექტული ულტიმატუმი აფხაზებს

9 თებერვალს რუსული ტელეარხის, "Россия 1"-ის ეთერში ვლადიმერ ჟირინოვსკიმ აფხაზეთის მიმართ არაკორექტურლი გამონათქვამები გააჟღერა. პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, როგორც "сухумского района Краснодарского края". წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთმა ფინანსური დახმარება უნდა მოუხსნას.
"იქნებით ჩვენთან, როგორც კრასნოდარის მხარის სოხუმის რაიონი, თუ არა და, დარჩით დამოუკიდებელ ბომჟებად", - მიმართა აფხაზებს ჟირინოვსკიმ.

აღნიშნულ განცხადებას აფხაზებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ჟირინოვსკის ემოციები რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე არ აისახება.