loader

რას ამბობს ფრანგული ყვითელი პრესა ემანუელ მაკრონის პირად ცხოვრებაზე - კაცი, რომელიც შესაძლოა საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ფრანგული ყვითელი პრესა ემანუელ მაკრონის პირად ცხოვრებაზე - კაცი, რომელიც შესაძლოა საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს

საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,53%.

ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

როგორც პროგნოზირებდნენ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ემანუელ მაკრონს აქვს - ქარიზმატულ, ახალგაზრდა, სიმპათიურ ლიდერს, რომელზეც არანაირი კომპრომატი არ არსებობს...

ერთადერთი ჭორი, რომელიც 39 წლის მაკრონზე საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში გავრცელდა, არის ის, რომ ასაკით ორჯერ უფროს ქალზე საკუთარი ჰომოსექსუალობის დასაფარად იქორწინა. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია, ფაქტები კი ასეთია: 15 წლის მაკრონს თავისი სკოლის ფრანგულის მასწავლებელი ბრიჯიტი შეუყვარდა. ის მოთმინებით ელოდა საჭირო დროს და მრავალი წლის შემდეგ დაქორწინდა კიდეც საყვარელ ქალზე.

სიმპათიურმა და ამბიციურმა პოლიტიკოსმა თავისზე 24 წლით უფროს ქალთან 2007 წელს შექმნა ოჯახი, როცა ბრიჯიტის შვილები მისი ტოლები იყვნენ. დადის ხმები, რომ როდესაც ემანუელი 17 წლის გახდა, ბრიჯიტს უთხრა, როგორც უნდა ეცადოთ, ზურგი მაქციოთ, მაინც მოგიყვანთ ცოლადო. მედიაში წერენ, რომ ამის გამგონე ქალს გაეცინა, ის ხომ გათხოვილი იყო და სამ შვილს ზრდიდა. თუმცა, რამდენიმე წელში, 2007 წელს ბრიჯიტი მოულოდნელად გაეყარა ქმარს და ემანუელს გაჰყვა ცოლად. რადგან საკუთარი შვილები ემანუელს არ ჰყავს, ცოლის შვილიშვილებს უვლის და ამბობენ, რომ აღმერთებს მათ.
ალბათ, სწორედ ამ ფაქტის გამო პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩეველ ქალთა ნაწილი უბრძოლველად "დანებდა".