loader

რადიოს პირდაპირი ეთერის დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს - დაშავდა კიდევ ერთი თანამშრომელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რადიოს პირდაპირი ეთერის დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს - დაშავდა კიდევ ერთი თანამშრომელი

დომინიკის რესპუბლიკაში რადიოს პირდაპირი ეთერის დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს, დაშავდა კიდევ ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში Facebook-ის საშუალებით ჩაერთო. დაახლოებით ორ წუთში წამყვანმა ლუის მანუელა მედინამ სროლისა და ქალების ყვირილის ხმა გაიგონა. მედინასთან ერთად მოკლეს რადიოს პროდიუსერი, ლეო მარტინესიც. პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. მკვლელობის მოტივი გამოძიებისთვის ამ დროისთვის უცნობია. თავდასხმის ვიდეო და ერთ-ერთი ჟურნალისტის სიცოცხლის ბოლო წუთები, კომპიუტერის ვიდეოთვალმა დააფიქსირა. BBC-ის ცნობით, ეს პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წელს ვირჯინიის შტატში ორი ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს.