X
ესპანეთის სასამართლომ პრინცესა კრისტინა გაამართლა, ხოლო მის მეუღლეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
20:33 / 17-02-2017
ესპანეთის მეფის და ინფანტა კრისტინა დე ბურბონი ფინანსური მაქინაციის საქმეში სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, ხოლო მის მეუღლეს ინიაკი ურდანგარინის 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ პალმა დე მაიორკას სასამართლომ მიიღო.

"სასამართლომ გაამართლა კრისტინა დე ბურბონი იმ დანაშაულებში, რომლებშიც ბრალი ედებოდა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. ამავდროულად, ინფანტას მოუწევს 265 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა, ვინაიდან სარგებელი ნახა იმ დანაშაულიდან, რომელიც მისმა მეუღლემ ჩაიდინა.

თავის მხრივ, ინიაკი ურდანგარინი დამნაშავედ სცნო სასამართლომ თაღლითობაში, კავშირების გამოყენებაში, სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ დანაშაულებში. გარდა თავისუფლების 6 წლით და 3 თვით აღკვეთისა, მან ასევე უნდა გადაიხადოს 512 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა. მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება.

პროკურატურის მონაცემებით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ნოოსის ინსტიტუტი", რომლის ხელმძღვანელობში შედიოდა ურდანგარინი და მისი ყოფილი საქმიანი პარტნიორი დიეგო ტორესი, წარმოადგენდა შირმას ბალეარის კუნძულებისა და ვალენსიის ბიუჯეტებიდან მსხვილი თანხების მისაღებად, რომლის ათვისება შემდგომში ვიწრო ჯგუფის მიერ ხდებოდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ცემა-ტყეპა НТВ-ზე: სტუმარი წამოხტა და პოლონელ ჟურნალისტს სცემა, რასაც გადაცემაში არეულობა მოჰყვა
დემნა გვასალიას "ბაზრობის ხელჩანთა", რომელსაც 2,145 დოლარად ყიდის, ამერიკული ტელევიზიის განხილვის თემად იქცა
შემზარავი შემთხვევა - რძალმა 91 წლის მოხუცს სასტიკად სცემა
საქართველოში გავრცელებული სამოსი, რომელიც იაფია, მაგრამ საზიანოა ჯანმრთელობისთვის
"ეს ჩემთვის ბოლო ეთერია" - "დღის შოუ" ორმა წამყვანმა დატოვა
ემოციური მომენტი ნინო ქათამაძის ნიუ-იორკული კონცერტიდან: მომღერალს მაყურებელი სიმღერაში აჰყვა
ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გააზიარა
"რამდენიმე დღის წინ, ავარიისას 5 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთის ძაღლის ემოციები დღეს, გასვენებაში"