loader

"ოსკარის" ნომინანტი ოპერატორი ამერიკაში არ შეუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოსკარის" ნომინანტი ოპერატორი ამერიკაში არ შეუშვეს

"ოსკარის" ნომინანტი პასპორტთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. 21 წლის სირიელი ოპერატორი ჰალედ ჰატიბი სტამბოლი-ლოს ანჯელესის რეისზე არ დაუშვეს მიუხედავად იმისა, რომ მას ამერიკის ვიზა ჰქონდა. თურქეთის ხელისუფლებამ მისი დოკუმენტები საეჭვოდ ჩათვალა. აქამდე "ასოშიეითედ პრესი" იუწყებოდა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა ჰალედ ჰატიბს ქვეყნაში შეშვებაზე უარი უკანასკნელ წამს განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ მასზე გარკვეული "ნეგატიური ინფორმაცია" მიიღო. ჰალედ ჰატიბი სირიაში მოქმედი არასახელისუფლებო ჰუმანიტარული ორგანიზაციის "თეთრი ჩაფხუტების" შესახებ ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა. ის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაზეა წარდგენილი.