loader

ნიკოლოზ მეორის ბიუსტს მირონი სდის? - რა ხდება სინამდვილეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ მეორის ბიუსტს მირონი სდის? - რა ხდება სინამდვილეში

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიმფეროპოლში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ბიუსტიდან მირონდენა დაიწყო.
გასულ კვირას სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და ყირიმის ყოფილმა პროკურორმა ნატალია პოკლონსკაიამ განაცხადა, რომ სამლოცველოში მოთავსებულ ბიუსტსა და რამდენიმე ხატს მირონი წამოუვიდა. თუმცა, სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპარქიაში განმარტეს, რომ საეკლესიო პირებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ მირონის კვალი ვერც ბიუსტსა და ვერც ხატებზე აღმოაჩინა.
ზემოხსენებული სამლოცველო პოკლონსკაიას ინიციატივით აშენდა და მის მშენებლობაში პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სამლოცველო 1,2 ათასმა ადამიანმა მოილოცა.