loader

პარიზში, ორლის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის წევრმა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზში, ორლის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის წევრმა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა

პარიზში, ორლის აეროპორტში ინციდენტი ამოწურულია. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტის სამხრეთ ტერმინალთან უცნობმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურის ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღი მოპარა და მძევალი აიყვანა. უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. პარალელურად აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია მოხდა. სამართალდამცველებმა უსაფრთხო ადგილას 3000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით მოკლული მამაკაცი პოლიციისთვის და ქვეყნის სადაზვერვო სამსახურისთვის ცნობილი იყო და მასზე თვალთვალი მიმდინარეობდა. ამჟამად ორლის აეროპორტში სიმშვიდეა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.