loader

დააკავეს 20 წლის მამაკაცი, რომელიც მკვლელობაში, გაუპატიურებაში, ადამიანების გატაცებასა და ტრეფიკინგშია ბრალდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს 20 წლის მამაკაცი, რომელიც მკვლელობაში, გაუპატიურებაში, ადამიანების გატაცებასა და ტრეფიკინგშია ბრალდებული

იტალიის პოლიციამ 20 წლის განელი მამაკაცი დააკავა, რომელიც მკვლელობაში, გაუპატიურებაში, ადამიანების გატაცებასა და ტრეფიკინგშია ბრალდებული. პოლიციამ ეჭვმიტანილი მას შემდეგ დააკავა, რაც მიგრანტების მიმღებ ცენტრში მამაკაცს თავს სხვა დევნილები დაესხნენ და სხვდასხვა დანაშაულში დასდეს ბრალი. გამოძიების ცნობით, აფრიკელმა მიგრანტებმა, რომლებიც ლიბიაში გაიტაცეს და აწამეს, 20 წლის ერიკ აკომი იცნეს და მისი მოკვლა სცადეს. დევნილების თქმით, აკომი იმ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ისინი გაიტაცა. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.