loader

ეს კადრები ბათუმში მომხდარ არეულობას გაგახსენებთ: რა ხდება პარიზში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს კადრები ბათუმში მომხდარ არეულობას გაგახსენებთ: რა ხდება პარიზში

პოლიციის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად პარიზში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა ლოზუნგით: "მართლმსაჯულება და ღირსება, შეაჩეროთ პოლიციის უკანონობა". ფაქტის შესახებ "ფრანსპრესი" იუწყება.
დემონსტრანტებს ეჭირათ პოლიციის ძალადობის 13 სავარაუდო მსხვერპლის გამოსახულებაც. ისინი სკანდირებდნენ: "პოლიცია ყველაგანაა, მართლმსაჯულება კი არსად", "არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა".
დემონსტრაცია პოლიციის სავარაუდო მსხვერპლთა ნათესავების ინიციატივით გაიმართა.
საფრანგეთში არეულობების მეორე ტალღა პარიზის გარეუბან ონე-სუ-ბუაში 2 თებერვალს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც პოლიციამ საბუთების შემოწმების მიზნით ახალგაზრდა გააჩერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ მაშინ ძალა გამოიყენა. ერთ-ერთ პოლიციელს ბრალი გაუპატიურების ბრალდებით წაუყენეს, კიდევ სამ მათგანს ძალადობაში ედებათ ბრალი, ახალგაზრდას კი ოპერაცია დასჭირდა.