loader

ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკაში გარდაიცვალა

ამერიკელი მილიარდერი, ბანკირი და ფილანტროპი, დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკაში გარდაიცვალა. როკფელერი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგით, რომელიც გამოცემა "ფორბსმა" გამოაქვეყნა, როკფელერს 581-ე ადგილი ეკავა 3.3 მილიარდი დოლარით. მისი ბაბუა, ჯონ როკფელერი იყო კომპანია "სტანდარტ ოილის" დამფუძნებელი და მსოფლიოში პირველი მილიარდერი.

"ფორბსის" ინფორმაციით, გარდაცვლილის ქონება 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის კი ის 581-ე ადგილს იკავებდა. დევიდ როკფელერი, გამოირჩეოდა ქველმოქმედებით. "ნიუორკ თაიმსის" ცნობით, მან 900 მილიონი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა. როკფელერს 6 შვილი დარჩა.