loader

ყინულის სასტუმრო შვედეთში, რომელსაც ასობით ტურისტი სტუმრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყინულის სასტუმრო შვედეთში, რომელსაც ასობით ტურისტი სტუმრობს

ყინულის სასტუმროები მსოფლიოსა და სკანდინავიის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამონაკლისი არც შვედეთში მდებარე ICEHOTEL 365-ია, რომელიც არქტიკული წრიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმროს საერთო ფართი 20110 კვადრატული მეტრია. იქ ტემპერატურა -5 დან - 8 გრადუსამდე მერყეობს. სპეციალური თერმორეგულაციის სისტემის წყალობით ყინულისგან შექმნილი შენობა გაზაფხულზე და ზაფხულშიც არ დნება. ყველა ნომერს ინდივიდუალური დიზაინი აქვს. ტურისტების დიდ მოწონებას ყინულისგან გამოქანდაკებული ფიგურები, ჭაღები და კომფორტული გარემო იმსახურებს.