loader

თავდამსხმელი, რომელმაც ლონდონში პარლამენტთან ადამიანები დაჭრა, ვესტმინსტერის ხიდთან ფეხით მოსიარულეებსაც დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდამსხმელი, რომელმაც ლონდონში პარლამენტთან ადამიანები დაჭრა, ვესტმინსტერის ხიდთან ფეხით მოსიარულეებსაც დაეჯახა

ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ტროტუარზე ავარდა, რის შემდეგაც ფეხით მოსიარულეებსა და პოლიციის ოფიცრებს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 12-მდე ადამიანი. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6-დან 10-მდე ადამიანი. ბრიტანეთის სამართალდამცავმა უწყებამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. სკოტლანდ-იარდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ინციდენტს მიუდგებიან, როგორც ტერორისტულ აქტს მანამ, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო.

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პარლამენტის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის პრემიერი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

ამჟამად შენობა ბლოკირებულია და შიგნით არავის უშვებენ. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებიდან გამომდინარე, გადაკეტილია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩები, ასევე დაიკეტა მეტროს სადგური Westminster.

ასევე იხილეთ: LIVE: რა ხდება ამ წუთებში ლონდონში, სადაც პარლამენტთან სროლის შედეგად 6-დან 10-მდე ადამიანი დაშავდა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია