loader

ინტერნეტში რუსი დეპუტატის მკვლელობიდან რამდენიმე წამში გადაღებული კადრები გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტში რუსი დეპუტატის მკვლელობიდან რამდენიმე წამში გადაღებული კადრები გავრცელდა

3 მარტს, კიევის ცენტრში, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს.
ის უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა და ჩვენება მისცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით. ყოფილ დეპუტატზე რუსეთში ფედერალური ძიება იყო გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან დაკავშირებით საქმეს თაღლითობის მიუხლით იძიებდა. მას ბრალი ედებოდა მოსკოვის ცენტრში 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შენობის ხელში ჩაგდებაში.
როგორც ირკვევა, დუმის ყოფილი დეპუტატი სამხედრო პროკურატურაში დაკითხვაზე მიდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ.
ოფიციალური მოსკოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალზე საუბარს "აბსურდულს" უწოდებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.