loader

იტალიაში სატვირთო 7 კაციან მეგზევეთა ჯგუფშიბ შევარდა და 2 ადგილზე მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში სატვირთო 7 კაციან მეგზევეთა ჯგუფშიბ შევარდა და 2 ადგილზე მოკლა

იტალიის ლიგურიას ოლქში სატვირთო ავტომანქანა მეგზევეებს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი მუშა ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ სამაშველო სამსახური იუწყება.
ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც ქალაქ სავონადან გენუასკენ მიემართებოდა, წინასწარი მონაცემებით, მართვა დაკარგა, რის შემდეგაც მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. დარტყმის შედეგად სატვირთო ამოტრიალდა და შვიდ მუშას დაეჯახა, რომლებიც წინა დღით მომხდარი ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებით იყვნენ დაკავებული.
ადგილზე სამედიცინო ბრიგადები, მეხანძრეები და პოლიცია მივიდა. მანქანის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი მუშა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მას ფეხის ამპუტაცია ემუქრება. დანარჩენი ოთხი მუშა მსუბუქად დაშავდა.