loader

პირველი კადრები შოუდან, რომელსაც სააკაშვილი წაიყვანს - რატომ განათავსა ექსპრეზიდენტმა სტუდიაში ძაღლის ჯიხური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები შოუდან, რომელსაც სააკაშვილი წაიყვანს - რატომ განათავსა ექსპრეზიდენტმა სტუდიაში ძაღლის ჯიხური

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს, "სხვა უკრაინის" წამყვანი იქნება.

"ჩვენ ტელეარხ Zik-ზე "სხვა უკრაინის" პირველი პროგრამა ჩავწერეთ და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ გადაცემაში ისეთ უკრაინას დაგანახებთ, რომელსაც არც ერთი სხვა არხი არ აჩვენებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო გადაცემის სტუდიიდან. ფოტოზე სააკაშვილი ძაღლის ჯიხურის გვერდით დგას. ამგვარი დეკორაციის გამოჩენა შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებასთან იყოს დაკავშირებული, რომელმაც ხარკოვში ვიზიტისას აღნიშნა, რომ "ის ხალხი, ვისაც ძაღლის ჯიხურიც კი არ აუშენებია, ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებას".