loader

შემაძრწუნებელი კადრები პარაგვაიდან - დემონსტრანტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაძრწუნებელი კადრები პარაგვაიდან - დემონსტრანტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

პარაგვაის კონგრესის შენობას დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს. პროტესტი კონგრესში განხილულ კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს მეორედ არჩევის საშუალებას აძლევს, - იუწყება მედია. ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, პოლიციასთან შეტაკებისას ერთი აქტივისტი მოკლეს.
1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც 35-წლიანი დიქტატურის შემდეგ მიიღეს, პარაგვაიში პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია. მას ერთი 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

პარაგვაის პრეზიდენტი ორასიო კარტესი ცდილობს გააუქმოს ეს შეზღუდვა და მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩეს.
ორასიო კარტესმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„დემოკრატიის დაცვა ძალადობით არ ხდება და მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგი შენარჩუნდეს“, - დაწერა ორასიო კარტესმა.
პარაგვაის პრეზიდენტ ორასიო კარტესის საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს იწურება.