loader

კოლუმბიაში მეწყერს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლუმბიაში მეწყერს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 206 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და სამაშველო სამსახურები ავრცელებენ. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. კოლუმბიის არმის მონაცემებით, მეწყერს 254 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი კი კი 193 გარდაცვლილზე საუბრობს.

„დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ვითარება გულს მიკლავს“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ბევრი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კოლუმბიის 1100 ჯარისკაცი და პოლიციელი მონაწილეობს.

რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეწყერი გამოიწვია. პრეზიდენტი ყველაზე დაზარელებულ პუტუმაიოს რაიონს ეწვია.