loader

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მოხდა აფეთქება საფრანგეთში, "ყვითელ კარნავალზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მოხდა აფეთქება საფრანგეთში, "ყვითელ კარნავალზე"

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში კარნავალის მსვლელობისას აფეთქებდა მოხდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

"ყვითელ კარნავალზე" აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს აფეთქება, რომელიც კოცონის ანთებისთანავე მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა ბენზინს გამოეწვია, რომელიც კარნავალზე კოცონის ასანთებად გამოიყენეს.