loader

პაკისტანში სუფისტური ტაძრის მსახურმა მომლოცველები აწამა და დახოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაკისტანში სუფისტური ტაძრის მსახურმა მომლოცველები აწამა და დახოცა

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში სუფისტური ტაძრის მეთვალყურემ 20 ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაშავდა. საქმეს პოლიცია უკვე იძიებს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ბრალდებული აბდულ ვაჰიდი სუფისტური ეკლესიის მიმდევრებს თავის ოთახში ერთმანეთის მიყოლებით იწვევდა და მოწამლულ საჭმელს აძლევდა, რის შემდეგაც ისინი დანით დახოცა.

შემთხვევას ყურადღება ერთ-ერთმა დაზარალებულმა მიაპყრო, რომელმაც ტაძრიდან გაქცევა შეძლო და ადგილობრივ საავადმყოფომდე მიაღწია. ამ დროისთვის ვაჰიდი და მისი რამდენიმე დამხმარე უკვე დაკავებულია. სამართალდამცველებისთვის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელს მენტალური პრობლემები ჰქონოდა.

როგორც ცნობილია, აბდულ ვაჰიდმა აღიარა, რომ მოკლა ეს ადამიანები, რადგან ეშინოდა, რომ ამ ხალხს მისი მოკვლა სურდა. ადგილობრივი ტელევიზია იუწყება, რომ გარდაცვლილები ჯერ აწამეს და შემდეგ დახოცეს. მათ უმეტესობას სამოსი გახდილი ჰქონდა.