X
იერუსალიმში, სრულყოფილი რესტავრაციის შემდეგ, იესოს საფლავი იხსნება - რას იუწყება CNN-ი
12:31 / 03-04-2017
იერუსალიმში, სრულყოფილი რესტავრაციის შემდეგ, იესოს საფლავი იხსნება, - ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
საფლავი ქრისტიანული კვარტლის შუაგულში მდებარეობს. ადგილზე, სადაც იესოს საფლავი მდებარეობს, 9-თვიანი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ აღდგენით პროცესს მორწმუნეებისთვის ლოცვისას დისკომფორტი არ შეუქმნია, ვინაიდან სამუშაოები, ძირითადად, ღამით მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იესოს საფლავზე არქეოლოგებმა, მარმარილოს ფილის ქვეშ, დიდი რაოდენობით ქვები აღმოაჩინეს. მათი მიზანი იყო გაერკვიათ, როგორ გამოიყურებოდა იმ ქვის ორიგინალური ზედაპირი, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის სხეული დაასვენეს. კვლევის საბოლოო მიზანი იყო, დადგენილიყო, როგორ გამოიყურებოდა მაცხოვრის საფლავი თავდაპირველად.

სახარების თანახმად, ქრისტეს სხეული ჯვარცმის შემდეგ მთაში გამოკვეთილ ერთ-ერთ გამოქვაბულში დაასვენეს. სწორედ იქ მოხდა მესამე დღეს იესოს აღდგომა. წმინდა ელენემ, რომელიც IV საუკუნეში გათხრებს აწარმოებდა გოლგოთაზე, იპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს და შემდეგ ამ ადგილას მაცხოვრის საფლავის ეკლესია ააგო.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ტესტი: რომელ ქართველ პოლიტიკოსს ეკუთვნის ფრაზა?
ჩხუბი ბახტრიონზე - თვითმხილველის კადრები
"რუსთავის პარკში ცხოვრობს" - 28 წლის ორსული გოგო მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს
როგორ ერთობა ქეთა თოფურია ირაკლი ფირცხალავასთან ერთად "სახის" კონცერტზე თბილისში
ეს საქართველოში ხდება - შვილების და მამების უსაყვარლესი ცეკვა ბაღის გამოსაშვებ საღამოზე
ქართველი მძღოლი მოსახვევში ტრაილერთან დაჯახებას ბეწვზე გადაურჩა
რა ვიდეომასალას ავრცელებს შსს სექსმუშაკის ცემის ფაქტზე, რომელიც უწყებას  მოქალაქემ მიაწოდა
ერთადერთი ჩანაწერი, რომელშიც ილია მეორე დაკავებული დეკანოზისა და მასთან დაკავშირებული 50 მილიონის შესახებ საუბრობს