loader

ინტერნეტში სანკტ-პეტერბურგის ტერაქტიდან რამდენიმე წამის შემდეგ გადაღებული ახალი კადრები გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტში სანკტ-პეტერბურგის ტერაქტიდან რამდენიმე წამის შემდეგ გადაღებული ახალი კადრები გავრცელდა

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ძებნა ორ ადამიანზე გამოცხადდა. ამის შესახებ "ინტერფაქსს" სამართალდამცავ უწყებაში წყარომ განუცხადა.
"აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილ ორ ადამიანზე ძებნა გამოცხადდა. ერთი მათგანია, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში დატოვა, მეორე კი - ვინც ბომბი სადგურ "Площадь восстания"-ზე დატოვა. წყაროს ინფორმაციით, მეორე ბომბი ცეცხლმაქრით იყო შენიღბული, რომლის გაუვნებელყოფაც მოხერხდა.
სანკტ-პეტერბურგის მეტროში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო დღეიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გადაიხდის.